საფრანგეთის სამთავრობო საბჭომ სახელმწიფოს ჯარიმა 20 მილიონი ევრო გამოუწერა, მიზეზი ჰაერის დაბინძურების დასაშვები ნორმების დარღვევაა. ამის შესახებ ინფორმაციას earth.org ავრცელებს.
ჯარიმის დაწერის მიზეზი ქვეყნის რამდენიმე რაიონში ჰაერის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებების ზრდა გახდა. დაბინძურებულ დასახლებათა შორის მოხვდა – პარიზი, ლიონი და მარსელი. სამთავრობო საბჭომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დიდ ქალაქებში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულიყო.
ჯარიმის თანხის ნაწილს იმ დაწესებულებებს გაუგზავნიან, ვინც ჰაერის ხარისხის პრობლემითაა დაკავებული. დაახლოებით 50 ათასი ევრო კი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ჩაერიცხებათ.
დაბინძურებული ჰაერის მავნე ზეგავლენა ევროპელთა ჯანმრთელობაზე 2030 წლისთვის შესაძლოა 55%-ით შემცირდეს. ეს იმ შემთხვევაში თუკი ქვეყნები დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებენ და გარემოს დაცვისთვის აუცილებელ ზომებს მიიღებენ.