LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში 27 ქართველი დააკავეს, მათ შორის 5 ე.წ კანონიერი ქურდი – შსს

168

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 27 ქართველი წევრი, მათ შორის, 5 ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს

უწყების ინფორმაციით მათ ბრალად ქურდობა, ნაქურდალი ნივთების შენახვა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობა ედებათ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ. ასევე, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები მოპარული ნივთების გაყიდვის მიზნით, პარიზში მცხოვრებ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან იყვნენ კავშირში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები“ და მოპარული ავტომანქანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია აწარმოებს,”-აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g