LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში არეულობების დროს 55 ადამიანი დაშავდა

safrangeti12323

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ გუშინდელი აქციის დროს, 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის სამი თანამშრომელია.ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთში არეულობების დროს, 737 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის მასშტაბით, წესრიგის დასაცავად, 89 ათასი პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის, 8 ათასი პარიზში.

დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და რამდენიმე ადგილზე ხანძარი გააჩინეს. პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საფრანგეთში საწვავის ფასის მოსალოდნელი მატების გამო, აქციები 17 ნოემბრიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g