LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში არეულობის შედეგად 16 მიგრანტი დაშავდა

135

საფრანგეთის ქალაქ კალეში, არეულობის შედეგად, 16 მიგრანტი დაშავდა.

ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პრეფექტურაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ავღანელ და ერიტრიელ მიგრანტებს შორის შეტაკება დღეს ღამით მოხდა. არეულობაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
კალეს პრეფექტურის განცხადებით, შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, მიგრანტებს შორის შეტაკებები საჭმლის გაცემის დროს დაიწყო, შემდეგ კი არეულობა ქალაქის სხვა რაიონებსაც მოედო.

მიგრანტების არალეგალური ბანაკი, ცნობილი როგორც „კალეს ჯუნგლები“, 2002 წელს მიგრანტების მიერ შეიქმნა. 2016 წლის ზაფხულში ბანაკში 9 ათასზე მეტი მიგრანტი ცხოვრობდა. 2016 წლის ოქტომბერში საფრანგეთის ხელისუფლებამ მათი განსახლების ოპერაცია დაიწყო, თუმცა პრობლემა ბოლომდე გადაჭრილი არ არის და ბანაკში 600-მდე ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g