LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ელექტრომობილების დამუხტვა უფასოდ იქნება შესაძლებელი, ოღონდ…

115
001004047_896x598_c

საფრანგეთში, ქალაქ რენეში ელექტრომობილებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები დაემატა, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც მეტროთი ან ავტობუსით სარგებლობს. ამ გზით ქალაქი მაცხოვრებლებს მეტ სტიმულს მისცემს იმისთვის, რომ მანქანა სპეციალურ პარკინგზე დატოვონ და თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.

ახალი დასამუხტი სადგურები კანონის შესაბამისად გაჩნდა: 2025 წლიდან საფრანგეთში მდებარე საპარკინგე ადგილების 5% ელექტრომობილების მომსახურებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. თუმცა, რენეში არამხოლოდ ამ მოთხოვნის შესრულება, არამედ დამუხტვის საფასურის საერთოდ გაუქმება გადაწყვიტეს. პირობა ერთია – მძღოლმა მეტროს ან ავტობუსის ბილეთი უნდა შეიძინოს.

გზებზე გადატვირთულობას სხვა ფრანგული ქალაქებიც ებრძვიან. მაგალითად, ლილიში მცხოვრებ ავტომფლობელებს 2-დან 80 ევრომდე თანხას გადაუხდიან, თუკი ისინი პიკი საათის დროს მანქანით მგზავრობაზე უარს იტყვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები