LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ექსტრემიზმის ბრალდებით ძმები დააკავეს

70

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციამ ორი ძმა დააკავა, რომლებიც სოციალურ ქსელში ექსტრემისტულ საქმიანობას ეწეოდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობით ან ბიოტოქსინ რიცინის გამოყენებით თავდასხმას გეგმავდნენ.

ეჭვმიტანილები ეგვიპტური წარმომავლობის არიან. ჩხრეკის ოპერაციისას სამართალდამცველებმა მომწამლავი ნივთიერების მისაღებად ინსტრუქციებიც აღმოაჩინეს.

რამდენიმე დღის წინ წარმოშობით ჩეჩენმა ექსტრემისტმა პარიზის ცენტრში ხუთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g