საფრანგეთში ეროვნული ავიაკომპანიის თანამშრომლებმა 4-დღიანი გაფიცვა დაიწყეს. დღეს Air France-მა ფრენების 30% გადადო. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, რეისების უმეტესობა ქვეყნის იმ ნაწილებში გაუქმდა, რომლებიც ”ევრო-2016”-ის ფარგლებში მატჩებს უმასპინძლებს.
მფრინავები ქვეყნის ხელისუფლებას შრომით კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას სთხოვენ, რომლის თანახმადაც დასაქმებისა და სამსახურიდან გაშვების პროცედურები საგრძნობლად მარტივდება.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის გამო პარიზიდან ნაგავის გატანაზე უარს ამბობენ.
