საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე სენა ადიდდა. წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. საფრანგეთში რამდენიმე რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაიხურა ლუვრი და სხვა მუზეუმები, დაკეტილია მეტროს ხაზები. ასეთი ძლიერი წყალდიდობა საფრანგეთში 150 წელი არ ყოფილა. წყალდიდობის შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალბატონი. საფრანგეთის ხელისუფლება გამოსავალს ეძებს.








