LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა

127
ირაკლი ყურაშვილი

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ყურაშვილის დიპლომატიური კარიერა 30 წელს ითვლის.

„წლების განმავლობაში იგი ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. 

ირაკლი ყურაშვილი 2023-2025 წლებში  გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში,  2017-2022  წლებში  – არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო  2012-2017 წლებში –   შვეიცარიის კონფედერაციაში. 

2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს.

ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Dio magti 5g