LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში, ტყეში გაჩენილმა ხანძარმა მარსელის შემოგარენს მიაღწია – დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს მძვინვარებს

114
მარსელი, ხანძარი (1)

BBC-ის ცნობით, საფრანგეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

მედიის ინფორმაციით, ხანძრების შედეგად მსუბუქი დაზიანებები 110-მა ადამიანმა მიიღო.

საფრთხის გამო საკუთარი სახლებიდან 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაშავებულთა შორის 9 მეხანძრეა

BBC-ი იუწყება, რომ ცეცხლმა საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქის, მარსელის შემოგარენს მიაღწია.

მარსელის მერის განცხადებით, მეხანძრეთა ბრიგადები ებრძვიან ხანძარს, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს მძვინვარებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მობილიზებულია 800-ზე მეტი მეხანძრე. ხანძართან ბრძოლა მთელი ღამე გრძელდებოდა, ცეცხლი ჯერ ლოკალიზებული არ არის.

სტიქიას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:

„ჩემი ფიქრებით დაშავებულებსა და ყველა მოქალაქესთან ვარ“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ „იქსში“.

ხანძარმა, რომელიც მარსელის ჩრდილოეთით 8 ივლისს გაჩნდა, 700 ჰექტარის ფართობის ტერიტორია მოიცვა.

ფოტო: BBC

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g