Volterman – ეს არის ახალი და სრულიად ჭკვიანი საფულე, რომელიც ჯიბის ქურდებისგან დაგიცავთ. გარდა ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციისა, საფულე სმარტფონთან არის სინქრონიზირებული და შეუძლია მასში არსებული ფულის დათვლა და შესაბამისი მონაცემების სმარტფონში გადმოგზავნა. ამას გარდა თუ საფულე და გაჯეტი ერთდროულად გიდევთ ჯიბეში, ის თქვენს სმარტფონს დატენის.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენი საფულე დაკარგეთ, სმარტფონი ავტომატურად რთავს დაცვის ფუნქციას და ის ფოტოს გადაუღებს ყველას, ვინც მას შეხედავს, შესაბამისად კადრში აუცილებლად მოხვდება ბოროტმოქმედიც.

