აშშ-ში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების, AG Awards 30-ე ცერემონია გაიმართა.
წელს პრემიის მთავარი ჯილდო, „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი“ კვლავაც კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერის“ მსახიობებმა მიიღეს. „საუკეთესო მამაკაც მსახიობად“ კი კილიან მერფი აღიარეს.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის რობერტ დაუნი ჯუნიორი და დავინ ჯოი რენდოლფი დაასახელეს.
„საუკეთესო ქალ მსახიობად“ ლილი გლედსტოუნი აღიარეს ფილმისთვის, „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“.

რაც შეეხება სერიალებს, ყველაზე მეტი ჯილდო „დათვს“ ხვდა წილად. მან კატეგორიებში: „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი კომედიურ სერიალში“, „საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში“ და „საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში“ მოიპოვა გამარჯვება.
ნომინანტების სრული სია იხილეთ აქ
SAG Awards 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
