LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო კომისია 2 ივლისს ზვიად კუპრავას, მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებელს, დეტექტივების სამმართველოს უფროსსა და თბილისის პოლიციის უფროსს დაკითხავს

85

მე დამიკავშირდა ზვიად კუპრავა, რომელიც ამ საქმის პარალელურ გამოძიებას ზაზა სარალიძესთან ერთად აწარმოებდა და მოითხოვა კომისიაზე მოსვლა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ორშაბათს სხდომაზე ზვიად კუპრავას დაკითხვა მოხდება.

„ჩვენ მიერ გამოსაკითხი პირების სიაში ზვიად კუპრავა ისედაც იყო შეყვანილი. აქედან გამომდინარე, მაქვს წინადადება, რომ ორშაბათს მოვუსმინოთ მასაც,“ – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებით, ორშაბათს ზვიად კუპრავასთან ერთად, გამოსაკითხ პირებს შორის არიან ხორავას ქუჩის საქმის უშუალო გამომძიებელი ირაკლი ფიფია, დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი შალვა ბედოიძე.

magti 5g