LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

177
ნიკა მელია

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.

თვითონ ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგანაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა – მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს

მანამდე, ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და ის, როგორც მოსამართლე, არ დაინტერესებულა, თუ რატომ დააკავეს გუშინ უკანონოდ“.

„ბატონმა [გიორგი]ვაშაძემაც ბოლო წამს გადაიხადა“, – აღნიშნა რეპლიკის სახით ნიკა მელიამ, იქამდე ვიდრე მას სასამართლოდან გააძევებდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას ორივე ხელის არეში აქვს დაზიანება, რომელიც დაკავებისას მიიღო

ნიკა მელიას ადვოკატმა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g