„სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები“, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი“- სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს
„მითხრეს, რომ პროკურატურიდან იყვნენ და ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. შემოვიდნენ და ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, მითხრეს, რომ გადაღების უფლება არ მქონდა“. –
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში:
თბილისში, საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, განჩინებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო.
ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა. სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
📢 სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ…
Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on სამშაბათი, 29 აპრილი, 2025