LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შეიქმნება პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულთა რეესტრი

119
სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეიქმნება პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდადებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი.

უწყების ცნობით, შეიქმნება ელექტრონულ რეესტრი, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდადებული პირები დარეგისტრირდებიან, რომლებსაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგსა და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდადებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდადებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.

უწყების ცნობით, დანაშაულებისთვის მსჯავრდადებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ეს მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

🔷სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on Tuesday 3 September 2024
mazda magti 5g