LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 19 აფთიაქი გამოავლინა

117
FORTUNA.GE-

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები გამოავლინა.

საგამოძიებო სამსხურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისის მასშტაბით, გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

mazda magti 5g