LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

66
39

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 5 პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომლის ზედამხედველობა და მიღება ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას დაევალა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ, რომლებიც ამ კომისიის წევრები იყვნენ, დაკისრებული მოვალეობები არაჯეროვნად განხორციელდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ნაკლები მოცულობის სამუშაოები შეასრულა, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

მათივე ცნობით, პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g