LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა

86

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული „ილიას ტბისა“ და მისი მიმდებარე სკვერის მხოლოდ მოვლა – პატრონობა და არა ობიექტის განკარგვის უფლება, მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა ამ სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რის სანაცვლოდ, მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები