LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ქართული მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

320
საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე
გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა.

საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების
მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის
მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g