LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საგანგაშო შედეგები, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ” – ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ

2211
470-31956872-1815843005144778-1832353019795079168-n1

ქართველი მოსწავლეების შედეგები გაუარესდა – ამის თქმის საფუძველს იძლევა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო წიგნიერების ნაწილში 380-ე ადგილს იკავებს. 2015 წლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს ოდნავ გაუარესებული შედეგები აქვს, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში მათემატიკაში შედეგები მცირედით გაუმჯობესდა.

ირკვევა, რომ საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. დამაკმაყოფილებელზე დაბალია შედეგები ისეთ საგნებში, როგორიცაა მათემატიკა და მეცნიერება. 

საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო წიგნიერების ნაწილში 380-ე ადგილს იკავებს, საბუნებისმეტყველოში 283-ე, ხოლო მათემატიკაში 398-ე ადგილს.

ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.

განსხვავება სქესის მიხედვითაცაა. გოგონები მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და კითხვაში უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები. კვლევა 15 წლის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებში ჩატარდა.

საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება განთლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზე მურღულია.

მის facebook პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„PISA 2018-ში რომ საგანგაშო შედეგები გვაქვს ეს უკვე მოცემულობაა, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ. შეგვიძლია ამ პრობლემის მრავალი მიზეზი მოვიძიოთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, აწი რას ვიზამთ.

საყურადღებოა, რომ PISA 2021-ის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლებიც განათლების თანამედროვე ტენდენციებს ეხმაურება – ტრადიციულ მათემატიკას, კითხვას და მეცნიერებებს ემატება კრეატიული აზროვნება, კომპიუტერული და ფინანსური წიგნიერება. დღევანდელი კურიკულუმის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ამ კუთხით ფრიად არასახარბიელო შედეგები გვექნება.

PISA-ს ტიპის მასშტაბური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო რეიტინგების ანალიზი უკვე გვაძლევს საყურადღებო და სამოქმედო (actionable) მასალას. მაგრამ, რეალურად გარღვევითი წარმატებების დასაგეგმად და მისაღწევად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-მ აუცილებლად უნდა შექმნას მიზნობრივი სამუშაო ჯგუფი – ემპირიული გამოცდილებით, მსგავსი გარღვევები სწორედ თემატური და მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის შედეგია“, – წერს მურღულია.

შეგახსენებთ, რომ კველვა 1990 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს მოსწავლეების ცოდნის დონეს კითხვაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში. საქართველო და შესაბამისად, ქართველი მოსწავლეები, 2009 წლიდან იღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g