LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა, ახალნამშობიარები დედა და ჩვილი ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოდ გადაიყვანეს

123
480038966_1016342333641723_6945822233411644243_n

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა, ახალნამშობიარები დედა და ჩვილი ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოდ გადაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მელოგინემ, ჩოხატაურის კლინიკაში იმშობიარა, სადაც მისი ტრანსპორტირება სოფელ გოგოლესუბნიდან, ჩოხატაურის სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და სამაშველოს დახმარებით, ფორსმაჟორში მოხდა. ადგილზე გინეკოლოგი და ნეონატოლოგი გამოიძახეს. პაციენტის კლინიკაში შეყვანიდან 20 წუთში ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.

„დედა და მისი ახალდაბადებული ვაჟი, რეფერალური დახმარების ბრიგადამ, დღეს ჩოხატაურის კლინიკიდან ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანა.
დიდთოვლობისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მათი გადაყვანა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა სამაშველო სამსახურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით დედა და ჩვილი ჰოსპიტალიზებულია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

რეფერალური დახმარების ექიმი გიორგი ცენტერაძე
ექთანი ნინო არჯევანიძე
მძღოლი გურამი წულაძე“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g