LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში ცვლილებები შევიდა

90

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული ცვლილებები ეფუძნება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შეფასების ახალი სისტემის პილოტირების შედეგებს, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახლებული პირობებითა და საფასურით მოემსახურება საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
„ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის რეგულირებად პროგრამას. სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით შეიცვალა და დამტკიცდა მედიცინის პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი, შეიცვალა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების პროცესი, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის პროგრამას. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში, დამატებით, თანათავმჯდომარის სტატუსით შევა სამედიცინო დარგის საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო ჯგუფის წევრის სტატუსით – ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ სამედიცინო პროგრამის შეფასებაზე. ასევე, გადაწყვეტილებების მიღების დროს, ავტორიზაციის საბჭოს წევრებს დაემატებიან მედიცინის სფეროში გამოჩენილი და მაღალკვალიფიციური აკადემიური სფეროს, პრაქტიკული საექიმო გამოცდილების მქონე მოწვეული წევრები და სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების რამდენიმე კომპონენტი, შეფასების კრიტერიუმი და ინდიკატორი“, – ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g