LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში მომუშავე ექთანს PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

106
202005091325132087881612

სა­გა­რე­ჯოს “ჯეო ჰოს­პი­ტა­ლი­სა” და ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ექთანს PCR ტეს­ტით კო­რო­ნა­ვირუ­სი არ დაუდასტურ­და, თუმცა მისი კვლევა კვლავ გრძელდება.

ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის განცხადებით, იმის გამო, რომ ამ ექთანს სწრაფ­მა ტეს­ტმა covid19 უჩ­ვე­ნა, ხოლო PCR ტეს­ტით ეს არ და­დას­ტურ­და, გა­და­წყდა, რომ მას სიღ­რმი­სე­უ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დეს.

„პირველ ჯერზე დადებითი პასუხი გვაქვს მიღებული, თუმცა შემდეგ ექიმების მიერ პაციენტის გასინჯვის შედეგად დადგა საკითხი, რომ გადახედილიყო კვლევა. გვქონდა დადებითი პასუხი, კლინიცისტების ჩარევის შემდეგ მოხდა კვლევის გამეორება და გვაქვს უარყოფითი პასუხი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო ღრმა კვლევა. ამიტომ გადაწყდა, რომ ყველა ბიოლოგიური მასალით ჩატარებულიყო გაღრმავებული კვლევა. დღეს დღის განმავლობაში უკვე საბოლოოდ დადასტურებული პასუხი გვექნება. პაციენტი იზოლირებულად არის, ის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან შეხებაში არ ყოფილა,“ – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის კვლე­ვა დას­რულ­და და მათ­გან კო­ვიდ19 არც ერთს არ უფიქ­სირ­დე­ბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g