LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო პოლიტიკის ეფექტურობაზე მეტყველებს ყველა საერთაშოეისო ფორუმზე გამოქვეყნებული დოკუმენტი – გია ვოლსკი

79

საგარეო პოლიტიკის ეფექტურობაზე მეტყველებს ყველა საერთაშოეისო ფორუმზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რეზოლუცია, გადაწყევტილება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით მიკერძოებული შეფასებები ოპონენტების მხრიდან, იფარება ყველა იმ რეალური შედეგით, რაც სახეზეა.

“რაც შეეხება ზალკანიანის ან სხვა მინისტრების დარჩენას, როცა უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდება სტრუქტურა, ამაზე პრემიერმინისტრი გააკეთებს განცხადებას” – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს დილიდან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. რეგლამენტის თანახმად, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას მოუსმენენ საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. დღის ბოლოს კიმ ბიუროს სხდომა გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g