LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

95
Untitled design (11)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

მოგვიანებით შეხვედრას მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც შეხვედრის დროს განიხილეს:

როგორც დარჩიაშვილი წერს, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი და მისი თქმით, ამ კონტექსტში ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი აქვს:

“მოხარული ვარ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრით დავიწყე.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი და ამ გზაზე მისი პროგრესი. ამ კონტექსტში ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი მაქვს. განვიხილეთ რეგიონში უსაფრთხოების გარემოება და ევროკავშირის როლი რეგიონულ სტაბილურობაში”, – აღნიშნავს მინისტრი “ტვიტში”.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, მისი წინამორბედი დავით ზალკალიანი კი, აშშ-ში ელჩად ინიშნება.

 

პოპულარულები