LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ პროგრესი, რაც კითხვარში აისახა, პარტნიორების მხრიდან სათანადოდ დაფასებული იქნება

89
ილია-დარჩიაშვილი-საგარეო-საქმეთა-მინისტრი-768x445

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემას აფასებს.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კითხვარის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი, რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

მისი თქმით, კითხვარი სრულად ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს.

მინისტრი იმედს გამოთქვეს, რომ ის პროგრესი რაც აისახა კითხვარში იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან.

“როგორც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარის მეორე ნაწილს. ამით საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფაზას ჩვენი თვითშეფასების, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის გზაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კითხვარი სრულად ასახავს და მასში სრულად არის კონვერტირებული ყველა ის რეფორმა, რომელიც გასული წლების განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ყველა სახელმწიფო უწყებამ და საქვეუწყებო დაწესებულებებმა გასწიეს აღნიშნული კითხვარის შევსებით და მომზადებით, იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გადასცა.

“საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო” – პრემიერმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანამ კითხვარი განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.

პოპულარულები