LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

106
Capture

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

“საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g