მაღაზია ”ალდო” მომხმარებელს ახალ, საგაზაფხულო კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ახალი კოლექცია მრავალფეროვანია და მომხმარებელს ეძლევა იმის შესაძლებლობა, აარჩიოს სასურველი ფეხსაცმელი.
მაღაზიაში არის წარმოდგენილი მამაკაცისა და ქალის ფეხსაცმლის სხვადასხვა მოდელები. ასევე დიდი არჩევანია სპორტულ ფეხაცმელებზეც, გეტყვით იმასაც, რომ ახალი კოლექციის შერჩეულ მოდელებზე მიმდინარეობს 30%-იანი ფასდაკლების აქცია.
ამას გარდა, შესაძლებელია შეიძინოთ აქსესუარები, კერძოდ: საყურეები, ყელსაბამები, სხვადასხვა დიზაინის ბეჭდები და ჩანთები.
როგორც მენეჯერმა აღნიშნა, შედარებით ძველ, შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე, მიმდინარეობს 70%-მდე ფასდაკლების აქცია.
მაღაზია ”ალდო” ორიენტირებულია ხარისხზე, პროდუქცია კანადიდან ჩამოდის, საქართველოში ”ალდოს” ALDO/ALDO Accessorize და CALL IT SPRING ბრენდებია წარმოდგენილი.
მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა სავაჭრო ცენტრ”თბილისი მოლსა” და აღმაშენებლის N142 შეუძლიათ.