მაღაზია”okaidi” მომხმარებელს საგაზაფხულო კოლექციას სთავაზობს.
როგორც “ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ახალ კოლექციაში შედის 0 დან 14 წლამდე ბავშვის ტანისამოსი, კერძოდ: შარვლები, მოსაცმელები, კაბები, პერანგები და სპორტული ტანისამოსი.
მაღაზიაში სასურველი მოდელის შეძენა 100 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.
“ეს არის მაღაზია მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ, თავიანთი ბავშვები საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ და რაც მთავარია, კომფორტულად გრძნობდნენ თავს”, – აღნიშნა მენეჯერმა.
გეტყვით იმასაც, რომ მაღაზიაში შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე 60%-მდე ფასდაკლებაა, რომელშიც დიდი არცევანია სხვადასხვა დიზაინისა და ფერის ქურთუკებზე.
თბილისში მაღაზიას ხუთი ფილიალი აქვს. მსურველებს სტუმრობა ჭავჭავაძის N33, რუსთაველის N42, სავაჭრო ცენტრ ”ისთ პოინტსა” და უკვე ”თბილისი მოლში” შეუძლით.