LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საღამოს ბათუმს ვხედავ ხოლმე ამ სიმღერაში

6

Ardaidardo.Ge

როგორ ხარ გიო?

ყველაფერი კარგად გვაქვს, ახალი ჯგუფი, გიო პლიუსი ჩამოვაყალიბეთ და ვაქტიურობთ. ჯგუფის შექმნა ჩემი იდეა იყო. პროგრამაში 19 სიმღერაა, გვაქვს ქავერებიც. ჩვენთან ერთად არის ზურა მახნიაშვილი, რომელიც დიდ ხანს სახლში იჯდა და როგორც იქნება გარეთ გამოვიყვანეთ. ძალიან მაგარი გიტარისტი გვყავს, განვახლეთ ძველი ქართული სიმღერები, ცოტა კლუბური, საცეკვაო სტილი შევძინეთ. გიო პლიუსი ქვია იმიტომ, რომ ნებისმიერი დროს შეიძლება ჯგუფს ახალი წევრი დაემატოს. ოქტომბერში ნატო გელაშვილთან ერთად ვგეგმავ ჩვენი დუეტის იუბილეც აღვნიშნოთ.

მოგვიტანეთ ახალი სიმღერა…

ზურა მახნიაშვილია სიმღერის ავტორი, ჩაიწერა მასთან, არანჟირებაც ზურამ გააკეთა, ლექსის ავტორი კი ბიჭი ივანიშვილია. ”ზღაპარიყო” – ზღვაზეა, სიყვარულზეა, ზაფხულზე, ნოსტალგიური სიმღერაა, უფრო საღამოს ბათუმს ვხედავ ხოლმე ამ სიმღერაში. კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. ძალიან გავაქტიურდით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები