ბარაკ და მიშელ ობამების კენსინგტონის სასახლეში ვიზიტისას მსოფლიოს ყველაზე მეტი ყურადღება პრინც ჯორჯთან შეხვედრამ მიიპყრო. სამეფო ოჯახის პატარა წარმომადგენელმა საღამურსა და ხალათში გამოწყობილმა ჩამოართვა ხელი მისტერ და მისის ობამებს.
ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის 2 წლის შვილს ნება დართეს, გვიანობამდე არ დაეძინა და აშშ-ს პირველი პირისა და მისი ცოლისთვის ემასპინძლა. ამასთან, ჯორჯმა ობამებისგან სარწეველა ცხენი მიიღო საჩუქრად.
ამერიკის პრეზიდენტმა უკვე მიულოცა დაბადების დღე ბრიტანეთის დედოფალს. ამის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან ერთად, რომლის დროსაც მოუწოდა ბრიტანელებს, არ დაუჭირონ მხარი ევროკავშირიდან გასვლას რეფერენდუმზე. საბოლოოდ კი ობამებმა კენსინგტონის სასახლეში უილიამთან, ქეითთან და ჰარისთან ერთად ივახშმეს.