LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საღი გონება რომ ჰქონდეთ ხელისუფლებაში ეს კანონპროექტი არც უნდა დარეგისტრირებულიყო“ – „ნეტგაზეთის” რედაქტორი

161
BeFunky-collage - 2023-02-20T215253.607

„ეს კანონპროექტი იმოქმედებს მათ წინააღმდეგ ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. ოპტიმისტური მოლოდინი არ გვაქვს, საღი გონება რომ ჰქონდეთ შერჩენილი ხელისუფლებაში, წესით ეს კანონპროექტი არც უნდა დარეგისტრირებულიყო“ – განაცხადა „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

თაზო კუპრეიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ თქვა, რომ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ლოგიკური იყო ხელისუფლების ნაბიჯი, რომელიც რუსულმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 10 წლის წინ გადადგა.

„მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ გრანტის სახით, სხვა და სხვა დასავლური ორგანიზაციებისგან, ყოველწლიურად აქვეყნებენ ფინანსურ ანგარიშებს. ეს კანონპროექტი არის მოფიქრებული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად, იმისათვის რომ კრიტიკული სიტყვა არ ისმოდეს ქვეყანაში. არანაირი საპირისპირო არგუმენტი დღეს მმართველი გუნდისგან ჩვენ არ მოგვისმენია. ისე შევიდნენ ბიუროს ოთახში, რომ საერთოდ არ გვინახავს“ – განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“ „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტების ნაწილმა საქართველოს პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან გააპროტესტა იმ კანონპროექტის დარეგისტრირება, რომელიც “ხალხის ძალამ” უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის შეიმუშავა.

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება.”არა, რუსულ კანონს”, “ნუ გვახშობთ თავისუფალ მედიას” – ისმოდა შეძახილები ბიუროს სხდომათა დარბაზთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g