LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგრძნობი პროგრესია მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის… თუმცა, მისი მდგომარეობა საყურადღებო გახლავთ“ – როგორია აქციაზე დაშავებული ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

162
ალექსი თირქია

„საგრძნობი პროგრესია 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის, მათ შორის, მხედველობისაც“ – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ 21 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჭელიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამ ეტაპზე რეანიმაციაში მისი დაყოვნების საჭიროება აღარ არსებობს. მედიკოსის განცხადებით, პაციენტის ყველა პარამეტრი სტაბილურია, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებო რჩება.

„საგრძნობი პროგრესია 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის, მათ შორის, მხედველობისაც. მართალია 100%-ით არ არის აღმდგარი მხედველობა, არც არის ასე ხანმოკლე პერიოდში მოსალოდნელი ასეთი ნახტომი, მაგრამ პაციენტის შეფასებითვე, დაახლოებით 60-70% უკვე აღმდგარია. საექიმო შეფასებებიც დაახლოებით ემთხვევა პაციენტის შეფასებებს. ყველა პარამეტრი სტაბილურია, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებო გახლავთ. ამ ეტაპისთვის მისი დაყოვნება რეანიმაციულ დეპარტამენტში აღარ არის საჭირო და ალბათ, დღეს ის გადაყვანილი იქნება იზოლირებულ პალატაში. პაციენტის ყველა ქცევა, მოქმედება გახლავთ ცნობიერი. ითხოვს ადგომას. ბუნებრივია, შეზღუდული გვაქვს გარკვეული მოსაზრებებით სრული თავისუფლება, ასისტირებით ის გადაადგილდება კიდეც. ასე რომ, მისი მდგომარეობა დღესდღეობით დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ცნობისათვის, ალექსი თირქია 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით და თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით შეიყვანეს.

„კომაშია, ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ“ – გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს, აქციაზე დაშავებული 22 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

„აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ალექსი ბოლომდე გამოვიდა კომიდან, დღეს გადაჰყავთ უკვე ინტენსიურში…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g