LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საგურამოჰესის” მშენებლობა დაიწყო

69

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში “საგურამოჰესი” შენდება. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ-ი იქნება, წლიური გამომუშავება კი 32 მლნ. კვტსთ.

როგორც ”ფორტუნას” ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება და მასში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

უწყების ცნობით, კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები – სამანქანო დარბაზის მშენებლობა და გამყვანი მილსადენების მონტაჟი. ჰიდროელექტროსადგურისთვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტს შეამცირებს. ამასთან, მათივე ცნობით, მომავალში შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.

”მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების მიმართულებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ გავამარტივეთ რეგულაციები, შევამსუბუქეთ და უფრო მარტივი გავხადეთ ინვესტიციების განხორციელება” – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

საგურამოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა კახა კალაძემ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძესთან ერთად გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g