LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება

147

მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსს“ რამდენიმე ახალი ნორმა ემატება, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ წარუდგინეს. კერძოდ, 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.

წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g