საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, სამი მუნიციპალიტეტის 6 მონაკვეთზე ვიდეოკამერები ჩაირთვება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო სიჩქარის 6 სექცია თელავის, გურჯაანისა და ყვარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოქმედდება.
ვიდეომონიტორინგი განხორციელდება:
? ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;
? ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;
? ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრამდე (სოფელი ველისციხე). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;
?ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრიდან (სოფელი ველისციხე) – ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;
?თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრიდან – თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ;
? თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიდან – თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
შსს-ს ინფორმაციით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1269 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.