LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში 7 მონაკვეთზე ვიდეომონიტორინგი განხორციელდება

85
FORTUNA.GE- (3)

საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, 5 თებერვლიდან ქვემო ქართლის რეგიონში, 7 მონაკვეთზე ვიდეოკამერები ჩაირთვება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი აღნიშნულ მონიტორინგს სიჩქარის კონტროლის მიზნით ახორციელებს.

ინფორმაციას აღნიშნული ტერიტორიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეომონიტორინგი განხორციელდება:

? თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრიდან (ვაზიანის გადასახვევი, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;

? თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი I, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;

? თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი II, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;

?თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ;

? თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ;

?თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის გასასვლელი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;

?თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრამდე (ვაზიანის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

აღნიშნულ მონაკვეთებზე კამერების ჩართვის შემდეგ, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1 185 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g