LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჰაერო ძალების სარდლობა იქმნება

54

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჰაერო ძალების სარდლობა იქმნება, რომელიც ავიაციას და საჰაერო თავდაცვას გააერთიანებს. ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი უახლოეს პერიოდში დაინიშნება.
როგორც თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, სამინისტროში რეფორმისა და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს. “ეროვნული უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციით, მათი თანხმობით, რამდენიმე თვის წინ ამ რეფორმის პირველი ეტაპი განვახორციელეთ, როდესაც ორი სარდლობა – აღმოსავლეთ სარდლობა და დასავლეთ სარდლობა შევქმენით. შემდეგი ეტაპი იყო უკვე ავიაციის და საჰაერო თავდაცვის რეფორმა. ვგეგმავთ, რომ ამ კვირის ბოლომდე ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი დაინიშნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლომდე დასრულდება ამ სარდლობის ფორმირება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან საჰაერო თავდაცვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არის საშუალება, რომ ამ პრიორიტეტის ხორცშესხმა მოხდეს და რეალური, პრაქტიკული მექანიზმებით დაიტვირთოს. ქართულ-ფრანგული კონტრაქტი აქტიურ ფაზაშია შესული. ამასთანავე, ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტში საჰაერო თავდაცვა და ავიაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია ” – განაცხადა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები