დუბაის ხელისუფლებამ პროექტ „მომავლის ქალაქის“ შექმნის დაწყება დააანონსა, რომლის ღირებულებაც 10 მილიარდ დოლარად განისაზღვრა.
ქალაქის საერთო ფართობი 4 კვადრატული კილომეტრი იქნება და მასში 35 ათასი ადამიანის სამყოფი საცხოვრებელი და 7 200 სასტუმროს ნომერი იქნება.
უკვე ცნობილია, რომ „მომავლის ქალაქში“ ეკოლოგიური სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, მათ შორის იქნება საჰაერო გონდოლები.
ქალაქის ფართობის ნახევარზე მეტი პარკებისა და სხვა საზოგადოებრივი ადგილებისგან იქნება შემდგარი და პროექტის ავტორების თქმით, მათი მიზანია ცხოვრების დონის გაუმჯობესება და „მომავალი თაობის ფორმირება“.
