აფრიკაში, საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა.
ფოტოები, რომლებზეც ალჟირის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მოსული თოვლია აღბეჭდილი, საერთაშორისო მედიაში ვირუსულად გავრცელდა.
“ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცა. ყინვა კი გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რეგიონთან ახლომდებარე ქალაქების მაცხოვრებლებისთვის, შვება იყო უდიდესი, ცხელი უდაბნოს მცხუნვარე სიცხის ფონზე.
ყინულის კრისტალები უდაბნოს ქვიშაში განსაცვიფრებელ ნიმუშებს ქმნიან”, – წერს BBC.
თოვლი საჰარას უდაბოში ბოლო წლების განმავლობაში შედარებით ხშირად მოდის.
ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში მოსული თოვლი აინ-სეფრას მაცხოვრებლებისთვის შოკისმომგვრელი იყო – ისინი ამბობდნენ, რომ 1979 წლის შემდეგ აქ თოვლი პირველად ნახეს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში – თოვლი უდაბნოში – თანდათან ჩვეულებრივი მოვლენა ხდება.