LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: მცირეწლოვანმა დისკრიმინაციული მოპყრობისთვის საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

131
საბავშვო ბაღი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მცირეწლოვანმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.

მშობლების მტკიცებით, 3 წლის ბავშვი ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ორგანიზაციის ცნობით, გ.გ (ინიციალები შეცვლილია) 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბაღში სწავლობდა.

„გ.გ-ს აღენიშნება განვითარების ეტაპების დარღვევა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, მისთვის შეზღუდვების დაწესება არ ყოფილა საჭირო.

მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე მას არ აძლევდა შესაძლებლობას სრულად ჩართულიყო საბავშვო აქტივობებში.

გ.გ-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღის სხვა აღსაზრდელები მზიან დღეს საბავშვო აუზში ერთობოდნენ, ის კი ოთახში იყო, თანატოლებისგან განცალკევებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კერძო ბაღის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი მოსარჩელის დისკრიმინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები