LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: „ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს – ბუნდოვანმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე“

118
აქცია რუსთაველზე

„საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიციირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს:

მამუკა მდინარაძე: პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე

„აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას უკავშირდება, შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ცვლილებები ამ კოდექსშიც შედის, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის გარანტიებს.

საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შემდეგ საკითხებს: შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორის პასუხისმგებლობა: ძველ რედაქციაში „მარწმუნებელი“ მხოლოდ შეკრების ინიციატორია, ხოლო „რწმუნებული“ – ამ ინიციატორის მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი.

საკანონმდებლო ცვლილებით, ეს ტერმინები უქმდება და ნაცვლდება შემდეგით: „ორგანიზატორი” და „პასუხისმგებელი პირი”. „ორგანიზატორად“ ცხადდება არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ნებისმიერი პირი, ვინც „ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს“ შეკრებას, ხოლო „პასუხისმგებელი პირი“ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პირი, ვინც შეკრების პროცესში რაიმე სახის ორგანიზატორულ საქმიანობას ეწევა.

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები 2 სასესიო დღის განმავლობაში განიხილა და საბოლოოდ დაამტკიცა

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.

ეს ნიშნავს, რომ შეკრების ნებისმიერ აქტიურ მონაწილეს შეიძლება დააკისრონ პასუხისმგებლობა, თუნდაც ის ოფიციალურად ორგანიზატორი არ იყოს. ასეთმა ბუნდოვანმა და ფართოდ ინტერპრეტირებადმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე.

ამასთანავე, ახალი რედაქცია „პასუხისმგებელ პირს” აკისრებს ვალდებულებას აქციის ჩასატარებლად ხელმოწერილი გაფრთხილება შეიტანოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების/მანიფესტაციის ჩატარების შესახებ.

ამასთანავე, გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

მამუკა მდინარაძე: „ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში“

„აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში.

თუმცა, იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია.

დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე.

კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები ასევე დაჩქარებული წესით შევიდა ძალაში 2024 წლის დეკემბერში“. -აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

გორდულაძე: „მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი აქვთ! ვამკაცრებთ კანონს, რათა ვემსახუროთ სამშობლოს!“

შეფასება სრულად იხილეთ აქ

magti 5g