სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საჩივრები სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება – ამის შესახებ ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება.
დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
📣 სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ⭕ საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას…
Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on სამშაბათი, 07 მაისი, 2024
სლაიდზე ფოტო: რადიო „თავისუფლება“