დღეს აღარავის უკვირს ადამიანი, რომელიც გრძელ ჯოხზე მიმაგრებული სმარტფონით საკუთარ თავს უღებს სურათს. სულ რამდენიმე წლის წინ კი ეს ყველაფერი წარმოუდგენელი რამ იყო.
როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, სელფის ჯოხი იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე მისი მასობრივი პოპულარიზაცია შედგებოდა. პროფესიონალურ ფოტოტექნიკაში არსებობდა შტატივი, რომელიც მძიმე ობიექტივის დასადებად გამოიყენებოდა. პირველი სელფის ჯოხი კი წიგნში . „გამოუყენებელი იაპონური გამოგონებები“ არის მოხსენიებული – სწორედ ასე ერქვა გამოცემას, რომელიც 1995 წელს გამოვიდა.მასში ნათქვამია, რომ არსებობს ჯოხი, რომლის საშუალებას მოგცემთ საკუთარი პორტრეტი თავადვე გადაიღოთ.
მოგვიანებით კი სელფის ჯოხები სმარტფონებმა, განსაკუთრებით კი აიფონმა (2007), კამერამ GoPro HERO3 (2012) და სოციალურმა ქსელმა „ინსტაგრამმა“ (2012) გააპოპულაროვა.
ექშენ-კამერა GoPro HERO3 და მისი შტატივი ძირითადად სპორტსმენებში გამოიყენებოდა, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებში უღებდნენ თავის თავს ფოტოებს და ქსელში მეტ პოპულარობას იხვეჭდნენ. მოგვიანებით ამ ყველაფერმა რიგითი ადამინების ხელში გადაინაცვლა, რომლებიც ცხოვრების განსაკუთრებულ მოვლენებს აღბეჭდავდნენ.
მალევე არნახული პოპულარობა მოიხვეჭა აიფონმა და ანდროიდ-მოწყობილობებმა, რომელთა წყალობითაც ინფორმაცია უფრო მალე ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში, ვიდრე მედიის საშუალებით. 2014 წელს მობილური ინტერნეტის შექმნამ კი ეს პროცესი წარმოუდგენლად დააჩქარა.


