მსოფლიო ფეხბურთის მთავარ მოულოდნელობას ”ლესტერს” ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებენ.
2013/14 წლების სეზონში ”ლესტერი” ჩემპიონშიპის გამარჯვებული გახდა და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. ინგლისის საფეხბურთო ლიგამ მაშინვე დაიწყო გუნდის ფინანსური საქმიანობის გამოძიება. სხვა კლუბებმა ”ლესტერი” დაადანაშაულეს, რომ ხელმძღვანელობამ 5 მილიონი ფუნტით მეტი დახარჯა ხელფასებზე, ვიდრე შემოსავლებმა შეადგინა.
შეგახსენებთ, ”ლესტერი” ინგლისის პრემიერლიგას ზესენსაციურად ზემოდან დაყურებს და 5 ტურით ადრე 7 ქულით უსწრებს მდევარ ”ტოტენჰემს”.
Тransfermarkt.de-ის მიხედვით მთელი გუნდის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 127 მილიონად ფასდება, რაც პრემიერლიგაში მე-12 მაჩვენებელია.
