LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საიდუმლო მასალები“ გაგრძელდება

64

ტელეარხმა Fox-მა 90-იანი წლების პოპულარული სერიალის, „საიდუმლო მასალების“  ეკრანებზე დაბრუნება დააანონსა. ცნობილია, რომ ახალი სერიები ეთერში 2017 და 2018 წლებში გამოვა. ინფორმაცია დევიდ დუხოვნიმ და ჯილიან ანდერსონმა ოფიციალურად დაადასტურეს.

პროექტის რეჟისორი კვლავ კრის კარტერი იქნება, რომელიც სერიალის სულისჩამდგმელიც არის.

შეგახსენებთ, რომ „საიდუმლო მასალების“ პირველი სერია ეთერში 1993 წლის 10 სექტემბერს გავიდა და თითქმის 9 წლის შემდეგ, 2002 წელს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები