სერიალ „საიდუმლო მასალების“ მეათე სეზონის წარმატების შემდეგ, ტელეარხმა FOX მომდევნო, მე-11 სეზონი ოფიციალურად დააანონსა.
უკვე ცნობილია, რომ მთავარ როლებს მასში კვლავ დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი შეასრულებენ, რომლებიც ფოქს მალდერისა და დანა სკალის პერსონაჟებს განასახიერებენ.
შეგახსენებთ, რომ სერიალი ეთერში პირველად 1993 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა და 9 წლის შემდეგ, 2002 წელს დაიხურა. პროექტი ტელეეთერს მე-10 სეზონით 2016 წლის 24 იანვარს დაუბრუნდა.