LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდუმლო საცავი, სადაც BMW-ს ინჟინრების იდეების რეალიზაცია ხდებოდა

21

AMG-ს შემქმნელებისგან განსხვავებით, ბავარიული ავტომწარმოებლის სპორტული ქვედანაყოფის ინჟინრებს არ ჰქონდათ საკუთარი იდეების რეალიზაციის სრული თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ბოლო 44 წლის განმავლობაში მათ საიდუმლო საცავში Giftschrank-ში  უხდებოდათ მუშაობა.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, BMW-ს სპორტული ქვედანაყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა უმადლოდეს საკუთარ არსებობას. 1960-1970-იანი წლებში ბავარიული მარკა ძალიან შორს იყო პირველი კლასის სპორტული ავტომობილების თანამედროვე მწარმოებლის სტანდარტებისგან. მოდელები მოძველდა, მოტოსპორტში კი, გამარჯვებას მხოლოდ “ტურინგის” კლასში აღწევდა. თუმცა, ამბიციები ბევრად მეტი ჰქონდა.

BMW-ს მთავარი კონკურენტი კონცერნი Ford და მისი Capri და Escort იყო, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ავტორბოლის გამარჯვებით ასრულებდნენ. 1972 წლის სეზონი გადამწყვეტი აღმოჩნდა BMW-თვის. Alpina-ს და Schnitzer-ის ჯგუფების მიერ შექმნილი კუპე BMW 2800CS სიმძლავრით თითქმის არ ჩამოუვარდებოდა Ford Capri-ის, თუმცა მასზე 200 კგ-თი მძიმე იყო.  

57e4dc185f174

პრობლემის გადაწყვეტა საკუთარ თავზე BMW-ს ვიცე-პრეზიდენტმა რობერტ ენტონი ლუტცმა აიღო, რომელმაც კარიერის მანძილზე მთელი დეტროიტული სამეულის სათავეში მოასწრო ყოფნა. ლუტცმა წარმატების მიღწევის ყველაზე მოკლე გზა აირჩია და კონკურენტებს მთავარი ”იარაღი” – იოჰან ნეერპაში ააცალა. ნიჭიერი პილოტი, რომელმაც დაიტონის ტრასაზე Porsche 907-ს მოდელით მოიპოვა გამარჯვება, ბევრად წარმატებული აღმოჩნდა ხელმძღვანელის როლში.

1973 წლის სეზონისთვის ნეერპაშმა და ტექნიკურმა დირექტორმა მარტინ ბრაუნგარტმა მოძველებული 2800CS ფანტასტიკურ 3.0CSL-ად აქციეს, რომელიც დღემდე რჩება ბავარიელების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოგონებად.

ახალმა ავტომობილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ევროპულ ტურინგზე და დაამტკიცა, BMW-ში სპეციალური ქვედანაყოფის – M Division-ის შექმნის აუცილებლობა. სწორედ ამ ქვედანაყოფში შექმნილმა მოდელებმა გაიმარჯვეს 1973 და 1974 წლებში ლე-მანში, 1975 და 1979  წლებში კი, თასის მფლობელი გახდა. 3.0CSL-ის პილოტებს შორის ისეთი ცნობილი მრბოლელები იყვნენ, როგორებიც ნიკი ლაუდა, ჯეიმს ჰანტი, ჯოდი შექტერი, იოჰენ მასი და ჰანს შტუკი არიან.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები