ონლაინ მაღაზია FSHOP-ი მომხმარებლებს ახალ კოლექციასა და აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას FSHOP-ის მენეჯერმა, ნინო ბადაშვილმა აღნიშნა, აქციის ფარგლებში, ქალბატონებს გარკვეული კოლექციიდან, სამი ნებიმიერი ნივთის შეძენა 150 ლარად, მამაკაცებს კი 200 ლარად შეუძლიათ.
მისივე ინფორმაციით, ძალიან მალე, მსგავსი შეთავაზება ზაფხულის აქსესუარებთან და საცურაო კოსტუმებთან დაკავშირებითაც გაკეთდება.
FSHOP-ი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის, ტანსაცმლის ფეხსაცმლისა და აქსეუარების ხაზს წარმოგიდგენთ. როგორც მენეჯერმა განმარტა, კლიენტები ფეხსაცმლისა და ჩანთების შეძენას 60-300 ლარის ფარგლებში შეძლებენ, ტანსაცმლის შეძენა კი 50-250 ლარის ფარგლებში შეეძლებათ.
”ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ მაღალი მოდის მიმდევრები. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს გამოიყურებოდნენ კარგად. მაღაზიაში ასევე გვაქვს ”თიბისი” ბანკის უპროცენტო განვადება100-2500 ლარის შენაძენზე”, – განაცხადა ნინო ბადაშვილმა.
FSHOP-ის პროდუქციის ნახვა და შეკვეთა მაღაზიის Facebook-ის გვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, შეკვეთიდან 7-10 სამუშაო დღეში კი მომხმარებელი სასურველ ნივთს სახლში მიტანის სერვისით მიიღებს. გარდა ამისა, FSHOP-ის მაღაზია, რომელიც შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე 12:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს, სავაჭრო ცენტ ”ქარვასლაში” მდებარეობს. მაღაზიის ნომერია C308.